Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724980&print=yes&view=jobs
 
საბაჟო კონტროლის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: კაუკასუს აუტო
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

"კაუკასუს აუტოში" რუსთავის ფილიალისთვის საბაჟო კონტროლის მენეჯერს ვეძებთ, რომლის მოვალეობაშიც შევა:

** ტერმინალის ტერიტორიაზე ავტომობილების შემოშვება/გაშვება;
** პროგრამაში მონაცემების სწორად შევსება;
** განბაჟების ვადებთან და რიგებთან დაკავშირებით მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია.

თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:

** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
** გამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზე
** იცით სხვა რომელიმე ენა

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა - https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/FcBDJ

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა.

გელოდებით!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია