Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724963&print=yes&view=jobs
 
აპარტ-სასტუმროს სუ შეფი, კომი შეფი/დამხმარე მზარეული - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აპარტ-სასტუმროს სუ შეფი, კომი შეფი/დამხმარე მზარეული
მომწოდებელი: Steps Batumi Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"STEPS Batumi Hotel & Suites" - ის აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმრები უზრუნველყოს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილებით.

მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 სასტუმრო აპარტამენტს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ტერასას, რესტორნებსა და ბარებს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. აპარტ-სასტუმროს სუ შეფი

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
გრაფიკი: 8 საათიანი 5/2
ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს რესტორნისთვის ა ლა კარტე მენიუს დამუშავებაში მონაწილეობა;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
** შეფ მზარეულთან ერთად მუდმივი ზრუნვა მომსახურების და კერძების ხარისხის გაუმჯობესებაზე;
** სტუმრებისთვის შვედური მაგიდის მომზადების უზრუნველყოფა (დილის საუზმე);
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა თუ მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;
** მარაგების და შესყიდვების ეფექტური მართვა;
** წარმოების და პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** სამზარეულოს, მათ შორის საწყობის, ეფექტური და გამართული მუშაობა;
** კერძების კალკულაციების კონტროლი;
** ახალი თანამშრომლის მომზადების პროცესის მონიტორინგი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია ა ლა კარტე მიმართულებით იგივე პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.
** უპირობოდ აუცილებელია სუ შეფის ან/და მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კულინარიული პრაქტიკებისა და სამზარეულო ინგრედიენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** გუნდისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი/გამოცდილება აუცილებელია.
** პრიორიტეტი მიენიჭება კულინარიული განათლების მქონე კანდიდატს.

პიროვნული თვისებები:

** დინამიკურ პროცესებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** გუნდის მოტივირებისა და სწორად მართვის უნარი;
** დროისა და პროცესების სწორად მართვის უნარი.
** სასტუმროს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** საჭირო კომპიუტერული პროგრამები: MS Office;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

2. კომი შეფი/დამხმარე მზარეული

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, რესტორნის (ების) შეკვეთის შესრულება, ხარისხიანად, რეცეპტის ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
** შეფისთვის და სამზარეულოს სხვა თანამშრომლებისათვის დახმარების გაწევა და დავალებების შესრულება;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კერძის მოსამზადებელი ინგრედიენტიების მომარაგება;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** მიზანპლასის მომზადება;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** სამზარეულოდან გასული თითოეული კერძის ხარისხზე პასუხისმგებლობა;
** ბუფეტის ტიპის საუზმე, ლანჩი, ვახშმის მომზადება-გაწყობა სტანდარტის შესაბამისად;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პროფესიული სერტიფიკატი ამავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** სამზარეულოს ძირითადი ტექნიკის გამოყენების, სურსათის უვნებლობის პრაქტიკისა და სანიტარული სტანდარტების ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge.

გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 01 ივლისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია