Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724962&print=yes&view=jobs
 
დირექტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: ემ თი ეი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.

შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორაციული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კორპორაციულ სატელეფონო ბალანსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.

სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები - 2250 ლარი

თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის დირექტორისთვის შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და ვიზიტების ორგანიზება;
** დირექტორისა და თანამშრომლებისთვის საზღვარგარეთის მივლინებების ორგანიზება (ტრანსპორტისა და საცხოვრებლის მოძიება, დაჯავშნა);
** შეხვედრების ოქმების წარმოება და დავალებების შესრულების კონტროლი;
** ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობა;
** სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში, შემოსულ წერილებზე პასუხის მომზადება-გაგზავნა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია;
** სტუმრების მიღება და შესაბამისი საოფისე ეტიკეტის დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა ადმინისტრაციულ ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა MS Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შედეგებზე ფოკუსირება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2026 წლის 14 ივნისისა და Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია