Робота для біженців з України
RFP: დემონტირებული ძალოვანი ტრანსფორმატორების რეალიზაცია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: RFP: დემონტირებული ძალოვანი ტრანსფორმატორების რეალიზაცია
მომწოდებელი: ფოთის საზღვაო ნავსადგური
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
ს.ს "კორპორაცია ფოთის საზღაო ნავსადგური" აცხადებს წინადადებების მიღებას: დემონტირებული ძალოვანი ტრანსფორმატორების (TDNC-10000/25-74U1) რეალიზაცია და გატანა ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიიდან.

დემონტირებული ძალოვანი ტრანსფორმატორების (TDNC-10000/25-74U1) კონტრაქტორისთვის გადაცემის პირობები

1. ზოგადი ინფორმაცია

დამკვეთის ტერიტორიაზე განთავსებულია 2 (ორი) ერთეული დემონტირებული ძალოვანი ტრანსფორმატორი, მოდელი: TDNC-10000/25-74U1.
აღნიშნული მოწყობილობები გამორთულია, დემონტირებულია და დასაწყობებულია ნავსადგურის ტერიტორიაზე, ქვესადგურ "ფოთი-6"-ის მიმდებარედ. ტრანსფორმატორები კონტრაქტორს გადაეცემა იმ პირობით, რომ იგი, როგორც აღნიშნული აქტივების შემსყიდველი, სრულად უზრუნველყოფს მათ მიღებას, დატვირთვას, ტრანსპორტირებასა და ტერიტორიიდან გატანას საკუთარი ძალებითა და საშუალებებით.

2. სამუშაოს მოცულობა

კონტრაქტორის სამუშაო მოცულობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგი აქტივობებით:

** სამუშაოების სრულყოფილი დაგეგმვა და ორგანიზება ობიექტზე მობილიზაციამდე;
** ტრანსფორმატორების დათვალიერება, ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება და უსაფრთხო გადაზიდვისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა;
** შესაბამისი ამწე-მექანიზმების, სატრანსპორტო საშუალებების, სატაცი მოწყობილობების (სლინგები, ტრავერსები) და სხვა ტექნიკური რესურსების მობილიზაცია;
** ტრანსფორმატორების აწევა, დატვირთვა და სატრანსპორტო საშუალებაზე უსაფრთხო ფიქსაცია;
** ტვირთის სათანადო დაბმა (Lashing), რათა გამოირიცხოს მისი გადაადგილება, დაზიანება ან ზეთის გაჟონვა ტრანსპორტირებისას;
** ობიექტის ტერიტორიიდან გატანა წინასწარ შეთანხმებულ ვადებში;
** მარშრუტის წინასწარი შესწავლა (გაბარიტების და წონითი შეზღუდვების გათვალისწინებით) და საჭირო ნებართვების/ესკორტირების უზრუნველყოფა;
** სამუშაოების დასრულების შემდეგ სამუშაო ზონის დასუფთავება და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება.

3. კონტრაქტორის პასუხისმგებლობა

ყველა საოპერაციო, ტექნიკური და ლოჯისტიკური ხარჯი ეკისრება კონტრაქტორს, მათ შორის:

** კვალიფიციური სამუშაო ძალის (საინჟინრო და ოპერატიული პერსონალი) მობილიზაცია;
** სპეციალიზებული ტექნიკის (ამწე, მძიმეწონიანი პლატფორმა/ტრაილერი) უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვა;
** სამუშაოს შესრულებისას წარმოქმნილი ნებისმიერი რისკის მართვა.

4. კოორდინაცია და დაშვების პირობები

სამუშაოების გრაფიკი წინასწარ უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან. კონტრაქტორი ვალდებულია:

** წერილობით აცნობოს დამკვეთს სამუშაოების დაწყების თარიღი;
** დაიცვას ნავსადგურისა და ქვესადგურის ტერიტორიაზე მოქმედი დაშვებისა და უსაფრთხოების წესები;
** უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება მხოლოდ შეთანხმებულ "საოპერაციო ფანჯარაში".

5. ტექნიკური და უსაფრთხოების დოკუმენტაცია

სამუშაოების დაწყებამდე კონტრაქტორმა უნდა წარადგინოს:

** Method Statement - სამუშაოს შესრულების დეტალური მეთოდოლოგია;
** Risk Assessment - რისკების შეფასებისა და მათი შემცირების გეგმა;
** ამწე-მექანიზმებისა და სატაცი საშუალებების ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
** სერტიფიკატები ავტო-ამწის, მეამწის ტექ.ინპექტირების დამდასტურებელი დოკუმენტები ავტო ამწის, სატვირთო ავტომანქანის.
** პერსონალის კვალიფიკაციისა და გადამზადების დამადასტურებელი მოწმობები ასევე სატაც საშუალებებთან მომუშავე პერსონალი გადამზადებული უნდა იყოს ჩაბმა-დაჯამბარების ტრენინგზე.

6. ტვირთის აწევა და დაფიქსირება

კონტრაქტორი ვალდებულია:

** გამოიყენოს მხოლოდ სერტიფიცირებული და გამართული აღჭურვილობა;
** წინასწარ განსაზღვროს სიმძიმის ცენტრი და აწევის წერტილები;
** თავიდან აიცილოს ტრანსფორმატორის კორპუსის, ბუშინგების, რადიატორებისა და სარქველების დაზიანება.

7. გარემოსდაცვითი უსაფრთხოება და ზეთის მართვა

ვინაიდან ტრანსფორმატორები შეიცავს ზეთს, კონტრაქტორი ვალდებულია:

** გამორიცხოს ნიადაგის ან წყლის დაბინძურება ზეთის გაჟონვით;
** სამუშაო ზონაში იქონიოს დაღვრაზე რეაგირების საშუალებები (აბსორბენტები, ტაფები, ბარიერები);
** გაჟონვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამუშაო, მოახდინოს ლოკალიზაცია და აცნობოს დამკვეთს. დაბინძურებული ნიადაგის/ზედაპირის გაწმენდა და ნარჩენების უტილიზაცია ხორციელდება კონტრაქტორის ხარჯით.

8. ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა

კონტრაქტორი სრულად აგებს პასუხს ტრანსპორტირებისას ტვირთის უსაფრთხოებაზე, მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე ან საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე. მან უნდა უზრუნველყოს ყველა სპეციალური ნებართვა არაგაბარიტული ტვირთის გადასაზიდად.

9. საბოლოო დებულება

კონტრაქტორი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო სამუშაოს სპეციფიკას, ობიექტის მდებარეობას და იღებს პასუხისმგებლობას სამუშაოების ჯეროვან შესრულებაზე წინამდებარე პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკონტაქტო პირი - ნინო შონია 599887546
შემოთავაზება უნდა გამოიგზავნოს nino.shonia@apmterminals.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე