Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - საზაფხულო დასაქმება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - საზაფხულო დასაქმება
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
მარკეტების ქსელი "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე 3 თვიანი საზაფხულო პროექტის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ფილიალებში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ოთხი, ექვსი და ცხრა საათიანი ცვლები.
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით
** ანაზღაურება: 950-1000 ₾ (სრულ განაკვეთზე) (ანაზღაურება დამოკიდებულია შერჩეულ ფილიალზე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება;
** პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა;
** მომხმარებლის დახმარება წონის პროდუქციის სექციაში.

სასურველია სამუშაო გამოცდილება

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე