Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724904&print=yes&view=jobs
 
სტრატეგიული მარკეტინგის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტრატეგიული მარკეტინგის კონსულტანტი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანიისთვის, სტრატეგიული მარკეტინგის კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული და ბრენდინგის სტრატეგიების ფორმირება და სტრუქტურირება;
** ბაზრის დინამიკის, მომხმარებლის ქცევის და ბიზნეს მიზნების ინტეგრირება ერთიან სტრატეგიულ ჩარჩოში;
** ბრენდის ზრდისა და დიფერენციაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** მაღალი ზეგავლენის მქონე სტრატეგიული ინიციატივების შემუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა;
** მარკეტინგული ტრანსფორმაციის ინიციატივების მხარდაჭერა და ახალი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა;
** იმპლემენტაციის პროცესის მონიტორინგი და საჭირო ადაპტაციების განხორციელება;
** სტეიქჰოლდერებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და კომერციული შეთავაზებების განვითარებაში მონაწილეობა;
** კლიენტური ურთიერთობების განვითარება და გრძელვადიანი პარტნიორობის გაძლიერება;
** გუნდის წევრების განვითარება, მენტორინგი და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა;
** მარკეტინგული ინიციატივების ეფექტიანობის გაზომვა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ბიზნეს გავლენის შეფასება;
** პროექტების მაღალი ხარისხის, ანალიტიკური სტანდარტებისა და ბრენდის თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით;
** მაგისტრის ხარისხი MBA;
** სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (C1/C2);
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:30; (ჰიბრიდული გრაფიკი)

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@onepoint.ge

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია