|
დასახელება:
ინგლისური ენის პედაგოგი, გერმანული ენის პედაგოგი
|
| მომწოდებელი:
ახალი გამოწვევა
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
ენათა ცენტრი "ახალი გამოწვევა" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური და გერმანული ენის პედაგოგების პოზიციაზე ქუთაისში.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და პროგრესულად მოაზროვნე სპეციალისტებს, რომელთაც უყვართ თავიანთი საქმე, ორიენტირებულები არიან მოსწავლეზე და მზად არიან, სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომები დანერგონ.
პოზიცია 1: ინგლისური ენის პედაგოგი
ძირითადი მოვალეობები:
** ინგლისური ენის გაკვეთილების დაგეგმვა და წარმართვა (სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის);
** მოსწავლეთა პროგრესის მუდმივი მონიტორინგი და შეფასება;
** სასწავლო პროცესში ინტერაქტიური მეთოდების აქტიური გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ფლობა B2 ან C1 დონეზე;
** დასრულებული უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, ანგლისტიკის ან განათლების მეცნიერებების მიმართულებით;
** ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების ცოდნა;
** კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების სპეციფიკის ცოდნა ან შესაბამისი სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 - 1200 ლარი (ხელზე ასაღები, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).
პოზიცია: გერმანული ენის პედაგოგი
ძირითადი მოვალეობები:
** გერმანული ენის გაკვეთილების დაგეგმვა და წარმართვა სხვადასხვა ჯგუფისთვის;
** მოსწავლეთა პროგრესის მუდმივი მონიტორინგი და შეფასება;
** სასწავლო პროცესში ინტერაქტიული მეთოდების აქტიური გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გერმანული ენის ფლობა B2 ან C1 დონეზე;
** დასრულებული უმაღლესი განათლება გერმანული ფილოლოგიის ან განათლების მეცნიერებების მიმართულებით;
** ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების ცოდნა და საქმისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
სამუშაო გრაფიკი: ნაწილობრივი დატვირთვა / შეთავსებით (გრაფიკი შეთანხმდება შემოსული ჯგუფების მიხედვით);
ანაზღაურება: საათობრივი / გამომუშავებით (დეტალები განიხილება ინდივიდუალურად, გასაუბრების ეტაპზე).
რას გთავაზობთ ჩვენ (ორივე პოზიციისთვის):
** მეგობრულ, პროფესიონალურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების მუდმივ შესაძლებლობას.
საფილტრო პირობა კანდიდატებისთვის:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: newchallenge20.edu@gmail.com
მნიშვნელოვანია:
ელექტრონული წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის შესაბამისად:
ინგლისურის კანდიდატებმა: "ინგლისური ენის მასწავლებელი", კანდიდატებმა: "გერმანული ენის მასწავლებელი". ასევე, CV-სთან ერთად, წერილის ტექსტში მოკლედ დაგვიწერეთ: რატომ თვლით, რომ სწორედ თქვენ ხართ შესაფერისი კანდიდატი ჩვენი გუნდისთვის?
განცხადებები, რომლებიც არ იქნება შევსებული აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად, არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 ივნისი, 2026 წელი.
|
|
|
|