Робота для біженців з України
მშენებლობის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის ზედამხედველი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო პროცესების ადგილზე ზედამხედველობა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობის უზრუნველყოფა პროექტთან, ტექნიკურ პირობებთან და მოქმედ სტანდარტებთან;
** კონტრაქტორების საქმიანობის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების შეფასება;
** სამუშაოების მიმდინარეობის გეგმის მიხედვით კონტროლი და ვადების დაცვაზე ზედამხედველობა;
** სამშენებლო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება;
** დეფექტების გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით;
** სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
** პროექტებისა და ნახაზების წაკითხვის უნარი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და ანალიზის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office და სხვა საჭირო პროგრამები) ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მართვის მოწმობა (კატეგორია B).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 11.06.2026

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მშენებლობის ზედამხედველი"

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.

დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე