Робота для біженців з України
რეგისტრატორი, ლაბორანტ-ფლებოტომისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი, ლაბორანტ-ფლებოტომისტი
მომწოდებელი: სისხლის შედედების ცენტრი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
ლაბორატორია სისხლის შედედების ცენტრი აცხადებს ვაკანსიებს:

1. რეგისტრატორი

მისამართი: თბილისი, ბახტრიონის ქ N 28

სამუშაო განრიგი:

ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 17:00
შაბათი - 10:00 - 14:00
კვირა - დასვენების დღე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, პაციენტების მიღება-რეგისტრაცია;
** კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია;
** პაციენტთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
** გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სხარტი აზროვნების უნარი;

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ მეილზე: result@bccenter.net

2. ლაბორანტ-ფლებოტომისტი

მისამართი: თბილისი, ბახტრიონის ქ N 28

სამუშაო განრიგი:

ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 17:00
შაბათი - 10:00 - 14:00
კვირა - დასვენების დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** სისხლის აღება დადგენილი პროცედურის მიხედვით;
** ლაბორატორიული ნიმუშების შესაბამისობის შემოწმება, რეგისტრაცია, დამუშავება და მომზადება კვლევებისთვის;
** ბიომასალის სწორად შენახვა და ტრანსპორტირების წესების დაცვა;
** კვლევების პროცესში ლაბორატორიული სტანდარტების დაცვა;
** საჭირო დოკუმენტაციისა და მონაცემების მოწესრიგება;
** ლაბორატორიულ საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვა და მართვა;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი პროფესიული სამედიცინო განათლება;
** ლაბორატორიაში მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ მეილზე: result@bccenter.net
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე