შპს"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;
სამუშაო გრაფიკი : 24 საათიანი მორიგეობა, სამ დღეში ერთხელ;
ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები).
სასურველია:
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 28 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@seu.edu.ge სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|