Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724826&print=yes&view=jobs
 
ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე სხვადასხვა პროფილის ექიმებთან.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების (მედიცინის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის მიმართულებები) კურსდამთავრებულები და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

ძირითადი ფუნქციები:

** გეგმური და გადაუდებელი პაციენტების მიღება, ელექტრონულ ბაზაში გაფორმება;
** პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
** პაციენტებთან ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 28.06.2026-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "ექიმის ასისტენტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია