Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის/საქმისწ. სამსახ. კოორდინატორი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის/საქმისწ. სამსახ. კოორდინატორი
მომწოდებელი: გეოგლობალ აკადემია
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
შპს "გეოგლობალ აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე.

პოზიცია: ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის კოორდინატორი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. №80, მე-5 სართული
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27.06.2026

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** აკადემიის საქმისწარმოების პროცესის ორგანიზება, შემოსული და გასული დოკუმენტაციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია, შენახვა და დაარქივება;
** პერსონალისა და პროფესიული სტუდენტების პირადი საქმეების წარმოება, მონაცემების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** ვაკანსიების მართვის, კანდიდატების შერჩევის, გასაუბრებების ორგანიზებისა და საკადრო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა მიღებასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასთან, შვებულებასთან და მივლინებასთან დაკავშირებული პროცესებისა და დოკუმენტაციის კოორდინაცია;
** აკადემიის დირექტორისა და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულების კონტროლი, კორესპონდენციებზე პასუხების მომზადება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
** თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების, შიდა რეგულაციებისა და საქმისწარმოების წესების დაცვის მონიტორინგი და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;
** HR და ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესების მიზნით ანგარიშების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული განათლების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Internet) ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიურობა და შრომისმოყვარეობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: academygeoglobal@gmail.com

ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის კოორდინატორი".

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ტელ.: 571 10 25 68

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "გეოგლობალ აკადემია" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედ რეგულაციებს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონის — "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" — მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატთან სახელშეკრულებო და/ან წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე