Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
ჩვენი კომპანია 2019 წლიდან ოპერირებს აშშ-ის ბაზარზე და მუდმივად ვითარდება. გუნდის ზრდასთან ერთად გაიზარდა ადამიანური რესურსების მართვის საჭიროებებიც. აქამდე HR მიმართულების მოვალეობებს მენეჯერი ითავსებდა, თუმცა კომპანიის განვითარების ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ გამოვყოთ ცალკე ბიუჯეტი და გუნდში შემოვიყვანოთ გამოცდილი HR სპეციალისტი.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც იქნება პირველი HR სპეციალისტი კომპანიაში, შექმნის და განავითარებს ადამიანური რესურსების მართვის პროცესებს, დანერგავს საჭირო ცვლილებებს და სრულად გაუძღვება HR მიმართულებას.

სამუშაო პირობები:

პოზიცია: ადამიანური რესურსების სპეციალისტი / HR Specialist

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 15:00-23:00
ხელფასი: 2000 ლარი ნეტი
ფორმატი: სრულ განაკვეთზე

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** რეკრუტინგის პროცესის მართვა და შესაბამისი კადრების მოძიება;
** ვაკანსიების მომზადება, განთავსება და კანდიდატებთან კომუნიკაცია;
** გასაუბრებების დაგეგმვა და ჩატარება;
** თანამშრომლების ონბორდინგის პროცესის ორგანიზება;
** HR პროცესებისა და შიდა პროცედურების შექმნა/გაუმჯობესება;
** გუნდის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი HR გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** თანამშრომლებთან კომუნიკაცია და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** კომპანიის ზრდასთან ერთად HR მიმართულების განვითარება.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის ან რეკრუტინგის მიმართულებით;
** HR პროცესების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** კომუნიკაციის მაღალი უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივიანობა და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტაცია;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ კომპანიის პირველი HR სპეციალისტი;
** რეალურ გავლენას HR პროცესების შექმნასა და განვითარებაზე;
** მზარდ და სტაბილურ კომპანიაში მუშაობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის HR მიმართულების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: DDND3Group@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: HR Specialist
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე