|
დასახელება:
მძღოლის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
შენი მისია კომპანიაში: შენ იქნები მძღოლის მარჯვენა ხელი! შენი ჩართულობა განსაზღვრავს, რამდენად კმაყოფილი დარჩება მომხმარებელი ჩვენი სერვისით.
რას გააკეთებ?
** დაეხმარები მძღოლს სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოდ დატვირთვა-გადმოტვირთვაში;
** უზრუნველყოფ შეძენილი ნივთების უვნებლად მიტანას მომხმარებელთან;
** დაეხმარები მძღოლს მარშრუტის დაგეგმვასა და მისამართების მარტივად მიგნებაში;
** იქნები კომპანიის წარმომადგენელი მომხმარებელთან შეხვედრისას.
ეს სამსახური შენთვისაა, თუ:
** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ხარ ფიზიკურად ამტანი და ენერგიული;
** შეგიძლია გუნდში შეთანხმებულად მუშაობა;
** ხარ პუნქტუალური და პასუხისმგებლობიანი.
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:
** საუკეთესო გრაფიკი: სტანდარტული, 40-საათიანი სამუშაო კვირა 2 დღე დასვენება;
** ფინანსური მოტივაცია: 1100ლ + ბონუსი;
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა მზარდ კომპანიაში.
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "მძღოლის დამხამრე".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27 ივნისი, 2026
წარმატებებს გისურვებთ!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული
ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს
(მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1
(ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი
უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით
ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|