|
დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
გამომცემლობა პალიტრა L
|
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
"გამომცემლობა Palitra L" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** გამავალი ზარების განხორციელება;
** შეკვეთების მიღება და შესაბამის ფაილში აღწერა;
** ყოველდღიური/პერიოდული რეპორტების მომზადება;
** მიმდინარე შეკვეთების სტატუსების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განიხილება ბოლო კურსის სტუდენტი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
გრაფიკი:
** პირველი ცვლა: სრული; ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:30
** მეორე ცვლა: ნახევარი განაკვეთი - დღეში 5 საათი (კვირაში 25 საათი)
კანდიდატს შეუძლია სასურველი გრაფიკის არჩევა.
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ. #49
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 ივნისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|