Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724613&print=yes&view=jobs
 
სატუმბი სადგურების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატუმბი სადგურების ინჟინერი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას
სატუმბი სადგურების ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატუმბი სადგურების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სატუმბი აგრეგატების, ელექტრო-მექანიკური მოწყობილობებისა და დამხმარე სისტემების ექსპლუატაციის კონტროლი;
** გეგმური და ავარიული სარემონტო სამუშაოების საჭიროების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** სატუმბი სადგურების მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
** მონაცემების ანალიზი, ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გზების განსაზღვრა;
** სერვისცენტრებთან და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ნორმების დაცვის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სატუმბი სადგურების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების ან ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციის მიმართულებით;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და ანალიზის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 10.06.2026 და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სატუმბი სადგურების ინჟინერი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია