Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724610&print=yes&view=jobs
 
უფროსი სპეციალისტი ფინანსურ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი სპეციალისტი ფინანსურ დეპარტამენტში
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას
ფინანსურ დეპარტამენტში უფროსი სპეციალისტის (ბუღალტერი) თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** თანამშრომლების ხელფასების დარიცხვა და გადარიცხვის დოკუმენტების მომზადება სააღრიცხვო პროგრამაში;
** შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მასალების და საწვავის ჩამოწერა;
** საწყობებისა და მატერიალური პასუხისმგებელი პირების ანგარიშებზე არსებული მატერიალური ფასეულობების მოძრაობა და ნაშთების კონტროლი;
** სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური დირექტორის, კურატორი დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის, მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტერიის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია ACCA სერტიფიკატი);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამა ორისი ცოდნა - სავალდებულოა;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე RS.GE მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel; Outlook).

სხვა მოთხოვნები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ორგანიზებული/მოწესრიგებული.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 10.06.2026 და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უფროსი სპეციალისტის (ბუღალტერი)".

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია