|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Carexpress
|
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
20 წლიანი გამოცდილებით კომპანია "ქარექსპრესი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.
"ქარექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 10:00-18:00
დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიული ფოსტის და კომპანიის კომუნიკაციების მართვა.
** ოფისის მუშაობის კონტროლი და მისი უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** კლიენტებთან მუშაობა (კონსულტაცია, მხარდაჭერა, საკითხების გადაჭრა).
** საქმისწარმოების მართვა და დოკუმენტაციასთან მუშაობა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (დამატებით ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა.
პირობები:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები
** მეგობრული კოლექტივი და მხარდაჭერა მუშაობის ყველა ეტაპზე
** კორპორატიულ დაზღვევას
** FitPass
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@carexpress.ge. საგნის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ოფისის მენეჯერი".
|
|
|
|