Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724561&print=yes&view=jobs
 
კლასის დამრიგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლასის დამრიგებელი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.

ჩვენი სკოლა არის სივრცე, სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, განვითარებასა და სასარგებლოდ გამოყენებას - მხარდამჭერ, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოში.

https://www.millennium-school.org/

"ათასწლეულის სკოლა" -აცხადებს კონკურსს კლასის დამრიგებლის პოზიციაზე.

"ათასწლეულის სკოლის" კლასის დამრიგებელი:

** საფეხურის კოორდინატორთან ერთად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე;
** თანამშრომლობს კლასის მასწავლებლებთან და მათთან ერთან ზრუნავს კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე;
** სადამრიგებლო საათის დროს მუშაობს მოსწავლეების თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე და კოორდინირებას უწევს დავალებების შესრულების პროცესს;
** აქტიურად თანამშრომლობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამის კოორდინატორებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრიატის დიპლომი. სასურველია განათლება დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მიმართულებით.
** სასურველია, სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 10 ივნისისა.

განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.

სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე https://www.millennium-school.org/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია