Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724548&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Alaverdi Resort
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"Alaverdi Resort" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - მარკეტინგის მენეჯერი.

უშუალო ხელმძღვანელი - მმართველი მენეჯერი/მმართველი პარტნიორი
სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი მიზანი: რესტორნის ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და განხორციელება, გაყიდვების სტიმულირებაზე ზრუნვა, მარკეტინგული კამპანიების, სოციალურ ქსელების და პარტნიორული პროექტების მართვა, სტუმართა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება/დანერგვა.

მარკეტინგის მენეჯერის სამსახურებრივი მოვალეობა (Job Description)

** კომპანიის კონცეფციის შესაბამისად მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; კომპანიის სტრატეგიული მიზნების დაგეგმვაში მონაწილეობა, კომპანიის რეპუტაციულ იმიჯსა და ბრენდინგზე ზრუნვა
** მარკეტინგული სამოქმედო გეგმის შედგენა, მისი განხორციელების უზრუნველყოფა, საჭიროებისას ცვლილებების განხორციელების ინიცირება
** ინოვაციებისა და საუკეთესო მარკეტინგული პრაქტიკის გაზიარება საერთო შედეგების გაუმჯობესების მიზნით
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება
** საკომუნიკაციო კონტენტის შექმნა, ვებ-გვერდზე, სოც. მედიასა და კომპანიის საკომუნიკაციო არხებზე კონტენტის განთავსების უზრუნველყოფა
** მარკეტინგული KIP-ების ანალიზი და მონიტორინგი (მათ შორის და არამარტო - სოც. ქსელების განვითარება, გაყიდვების სტიმულირება, სტუმართა მოზიდვა)
** ბეჭდური თუ სხვა ვიზუალური სარეკლამო მასალების მომზადება/გავრცელება
** სარეკლამო და მარკეტინგულ კომპანიებთან ურთიერთობა, თანამშრომლობის მონიტორინგი და მარკეტინგული პროექტების მართვა
** სტუმართა უკუკავშირისა და კმაყოფილების კვლევა, შედეგების ანალიზი და სათანადო რეპორტინგი მმართველ მენეჯერთან, უკუკავშირის გაუმჯობესების მიზნით
** ბაზარზე არსებულ კონკურენტთა მარკეტინგული ანალიზი, ტენდენციების კვლევა
** მარკეტინგული პროექტებისა და ინიციატივების შემუშავება, მენეჯმენტთან წარდგენა და განხორციელება, მათი შედეგების ანალიზი
** მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა და მისი მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი
** მიღებული კორესპონდენციის ეფექტური მართვა, გონივრულ ვადებში

კვალიფიკაცია:

** გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წელი მარკეტინგის ან PR-ის მართვაში, სასურველია სტუმართმასპინძლობის (Hospitality) სექტორში
** ენის ცოდნა: ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება: მონაცემებთა ანალიზის და მარკეტინგული ეფექტურობის გაზომვის უნარი
** პროგრამები: საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** სხვა: სოც. მედიის მენეჯმენტი, რეკლამის მართვა (Meta Ads, Google Ads)

უნარები:

** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარები
** რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარები
** ამოცანების დასახვის უნარები
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების და სამუშაოს დელეგირების უნარები
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარები
** შესაძლებლობების დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარები
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარები
** მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარები
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარები
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვის უნარები
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარები
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარები

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

დაინტერესებულებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alaverdiresort.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ჩვენ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შევაგროვოთ, დავამუშაოთ და შევინახოთ წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია