Робота для біженців з України
PR და მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ბერმელი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
შპს "მისო ბერმელი / Bermeli" აცხადებს ვაკანსიას პიარისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (Meta Ads, TikTok Ads, Google Ads)
** ლიდების, ზარების, ვიზიტებისა და გაყიდვების ანალიზი
** გაყიდვების Funnel-ის მონიტორინგი (რეკლამა → ზარი → ვიზიტი → გაყიდვა)
** კონტენტ კალენდრისა და გაყიდვებზე ორიენტირებული იდეების დაგეგმვა
** კამპანიების შედეგების ანალიზი და ყოველკვირეული რეპორტინგი
** აუდიტორიების შექმნა, Remarketing და A/B ტესტირება
** ახალი მარკეტინგული აქტივობებისა და აქციების ინიცირება
** კონკურენტების და ბაზრის მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულების ცოდნა;
** მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
** ბაზრის კვლევის, მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და კონკურენტული გარემოს შეფასების უნარი;
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (სოციალური მედია, ონლაინ რეკლამა, კონტენტ მარკეტინგი) ცოდნა;
** ბრენდის პოზიციონირების და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების კომპეტენცია;
** რეალიზაციის პროცესის დაგეგმვისა და ბაზრის გაფართოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: 3750 ლარიდან კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge

ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზე http://www.bermeli.ge ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით +995 568 700 300

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე