Робота для біженців з України
ციფრული მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"ატელიე აუთლეტი/ATELIER OUTLET" 2018 წლიდან წარმოადგენს 250-ზე მეტ ბრენდს საქართველოს ბაზარზე, მათ შორის: MONCLER, SAINT LAURANT, CELINE, BALENCIAGA, BURBERRY, SANDRO, MAJE, HUGO BOSS, ROBERTO CAVALLI, MASSIMO DUTTI და სხვა. ქალის, მამაკაცის, ბავშვის მრავალფეროვანი კოლექცია და სხვადასხვა აქსესუარი, კომფორტული, ნებისმიერი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.

კომპანია პარფიუმერიისა და ტანსაცმლის მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #54
გრაფიკი: შეთანხმებით (ჰიბრიდული)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

მოვალეობები:

** პარფიუმერიისა და ტანსაცმლის მიმართულებით ვიზუალური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
** სოციალური მედიის არხების მართვა და განვითარება (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა);
** Meta Ads და Google Ads კამპანიების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაცია;
** კონტენტ-გეგმის მომზადება და კრეატიული მასალების კოორდინაცია;
** ბრენდის ცნობადობისა და ონლაინ ჩართულობის ზრდაზე მუშაობა;
** აუდიტორიის, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
** ლიდების გენერირებაზე და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა;
** SEO მიმართულებით მუშაობა და ვებ-ტრაფიკის გაუმჯობესება;
** Email Marketing კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
** Google Analytics-ისა და სხვა ანალიტიკური პლატფორმების გამოყენებით შედეგების შეფასება;
** კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი და პერიოდული რეპორტინგის მომზადება;
** ახალი მარკეტინგული ტრენდებისა და ციფრული ინსტრუმენტების კვლევა/დანერგვა;
** სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად მართვა.

კვალიფიკაცია:

** Meta Ads; Google Ads, SEO, Youtube, Tiktok; LinkedIn;
** აუცილებელია პარფიუმერიის, სილამაზის ან მოდის ინდუსტრიაში მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე;
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან;
** FITPASS;
** კარიერული წინსვლა.

თუ გსურთ შემოგვიერთდეთ და გახდეთ პარფიუმერიის, სილამაზის და მოდის ინდუსტრიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე