Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724466&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური ინჟინერი საბანკო ტექნოლოგიების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ინჟინერი საბანკო ტექნოლოგიების მიმართულებით
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე, საბანკო ტექნოლოგიების მიმართულებით.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

დასაქმების პირობები

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სამუშაო სრულდება ოფისის გარეთ, კლიენტის ლოკაციებზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფულის დამუშავების აპარატების და სწრაფი ჩარიცხვის კიოსკების მექანიკური კვანძების ინსპექტირება, დაშლა, გასუფთავება, შეცვლა, აწყობა;
** ფულის დამუშავების აპარატების და სწრაფი ჩარიცხვის კიოსკების ელექტრული ნაწილის პირველადი დიაგნოსტიკა, შეერთებების ინსპექტირება, ელექტრონული კვანძების შეცვლა;
** ფულის დამუშავების აპარატების და სწრაფი ჩარიცხვის კიოსკების ელექტრონულ მენიუში გარკვევა და ცვლილებების შეტანა;
** აპარატების მექანიკური დასუფთავება;
** სამუშაოს შესრულება ოფისის გარეთ, კლიენტის ლოკაციებზე (გასვლითი სამუშაოები).

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა (აპარატების მენიუში ორიენტაციისა და ტექნიკური ტერმინოლოგიის გასაგებად);
** საკუთარი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად).

განათლება: სასურველია ტექნიკური განათლება (ჩაითვლება უპირატესობად)

კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობიანი
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადების მიღება გაგრძელდება 27 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია შეიძლება დაიხუროს ვადამდე, შესაბამისი კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1203/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია