Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724420&print=yes&view=jobs
 
ბიზნეს ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ასისტენტი
მომწოდებელი: ვიჩარჯი
გამოქვეყნდა: 26 მაისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
"WeCharge" წარმოადგენს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ენერგიის გაზიარების (power bank sharing) პლატფორმას და ოპერირებს B2B და B2C ბაზრებზე.

ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია WeCharge-მა უპასუხა მომხმარებლის საჭიროებებს და WeCharge App-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელ. სიგარეტი და სხვა).

ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვის სისტემა. ამჟამად, ვეძებთ ბიზნეს ასისტენტს, რომელიც იმუშავებს კომპანიის დირექტორთან და ორგანიზებასა და კოორდინაციას გაუწევს კომპანიის სხვადასხვა საქმიანობას.

პოზიცია: ბიზნეს ასისტენტი

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე კომპანიის ადმინისტრაციული და ოპერაციული პროცესების მონიტორინგი და მხარდაჭერა;
** შიდა კომუნიკაციის ეფექტური კოორდინაცია სხვადასხვა დეპარტამენტებთან, კომპანიის შიდა პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
** HR პროცესებში ჩართულობა, კომპანიის შიდა დოკუმენტაციის ხელმოწერის კოორდინაცია;
** საოფისე რესურსების კონტროლი და საჭიროების უზრუნველყოფა;
** დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და დაარქივება;
** დირექტორის დავალებების შესრულება და პროცესების კონტროლი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთით
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** ანაზღაურება: 900-დან 1100 ლარამდე (ხელზე ასაღები), დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის, მენეჯმენტის ან იურიდიული მიმართულებით);
** გამოცდილება ადმინისტრაციაში ან ოპერაციულ მენეჯმენტში (სასურველია);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Excel) კარგად ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ახალ გარემოსთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

თუ გსურს გახდე WeCharge-ის გუნდის წევრი, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wechargers.com

გთხოვთ, გაგზავნისას Subject Line-ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება — ბიზნეს ასისტენტი.

ჩვენთან დაგხვდება:

** ამბიციური და ძლიერი გუნდი
** განვითარების რეალური შესაძლებლობა
** სტარტაპის ენერგია და სწრაფი განვითარების კულტურა
** სივრცე, სადაც შენი შედეგი ფასდება

WeCharge თანამშრომლებს შესთავაზებს კარიერული ზრდის საერთაშორისო შესაძლებლობას. კომპანია 2026 წელს გეგმავს პროდუქციის გატანას საერთაშორისო ბაზარზე.

შენიშვნა:

"WeCharge" მოქმედებს საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების ფარგლებში. განაცხადის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას აღნიშნული პირობებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია