|
დასახელება:
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 03 ივნისი
|
"აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: 1610 ლარი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აკადემიური ხარისხი: მაგისტრი (მაგისტრთან გათანაბრებული) სახელოვნებო განათლების მიმართულებით.
პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება: უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში/სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება.
საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ცოდნა;
** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი დოკუმენტების ცოდნა;
** ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებების, პროცესისა და სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) პრაქტიკულად ფლობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
** ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სხვადასხვა საქმიანობაში მონაწილეობა;
** ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება;
** აკრედიტაციისა და ავტორიზაციის დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულ პერსონალთან (პროგრამის ხელმძღვანელი/თანახელმძღვანელი, სტუდენტი, კურსდამთავრებული, დამსაქმებელი, აკადემიური და მოწვეული პერსონალი) კომუნიკაცია;
** გამოკითხვებისა და ინტერვიუების (პროგრამის ხელმძღვანელი/თანახელმძღვანელი, სტუდენტი, კურსდამთავრებული, დამსაქმებელი, აკადემიური და მოწვეული პერსონალი) ადმინისტრირება;
** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზება და დოკუმენტაციის წარმოება;
** სამსახურის უფროსის ასისტირება საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების (სილაბუსების) ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენაში.
დაინტერესებულმა პირებმა 3 ივნისამდე გადმოაგზავნონ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შემდეგ მისამართზე: hr@art.edu.ge
არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
|
|
|
|