|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 03 ივნისი
|
"აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: 1250 ლარი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრული ზოგადი განათლება;
** B და D კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მიკროავტობუსის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** საქართველოს საგზაო მოძრაობის წესებისა და სატრანსპორტო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა.
ძირითადი მოვალეობები:
** აკადემიის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და მოწვეული სტუმრების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** აკადემიის კუთვნილი მიკროავტობუსის (JAC, სახელმწიფო ნომერი PC110PC) და აკადემიაში არსებული სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა საქართველოს მასშტაბით;
** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის ყოველდღიური კონტროლი;
** ავტომობილის მოვლა, სისუფთავისა და საწვავის კონტროლის უზრუნველყოფა;
** ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისა და სავალდებულო შემოწმებების პროცესში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
დაინტერესებულმა პირებმა 3 ივნისამდე გადმოაგზავნონ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შემდეგ მისამართზე: hr@art.edu.ge
არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
|
|
|
|