Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724370&print=yes&view=jobs
 
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
გამოქვეყნდა: 26 მაისი / ბოლო ვადა: 03 ივნისი
"აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 560 ლარი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 16:30 სთ-მდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული/არასრული ზოგადი განათლება;
** დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურის უფროსის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, თსსა ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში, სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულება
** ნაგვის შეგროვება სასწავლო აუდიტორიებში, საოფისე და დამხმარე ოთახებში, ნარჩენების გატანა შენობიდან დანიშნულ ადგილზე, ნაგვის ურნების დაცლა და მათ საწყის ადგილებზე განთავსება
** ინვენტარისა და ფანჯრის რაფების ზედაპირიდან მტვრის გაწმენდა
** იატაკის, კიბეების, ღიობებისა და კორიდორების მოწმენდა
** სანიტარული კვანძების ჰიგიენური მდგომარეობისა და მოწყობილობების გამართული მუშაობის მონიტორინგი
** ტუალეტების, ნიჟარებისა და სხვა სანიტარული მოწყობილობების დასუფთავება და დეზინფექცია
** თვეში ერთხელ ზოგადი დასუფთავების განხორციელება
** არახელსაყრელი ამინდის დროს დამატებითი დასუფთავების ჩატარება აუდიტორიებში, სადაც ტარდება ჯგუფური ლექციები, ასევე დერეფნებისა და კიბეების დასუფთავება
** ეპიდემიის პერიოდში ყოველდღიური საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება
** შენობის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება
** უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა
** დაწესებულების ადმინისტრაციის ინდივიდუალური მოთხოვნების დროულად შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია შენობის დასუფთავებასთან
** შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში ტერიტორიის სისუფთავის კონტროლი (ნაგვისა და თოვლის გაწმენდა)
** წელიწადში ორჯერ სასწავლო კორპუსის ჯგუფურ, გენერალურ დასუფთავებაში მონაწილეობა

დაინტერესებულმა პირებმა 3 ივნისამდე გადმოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: hr@art.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია