|
დასახელება:
მოლარე
|
| მომწოდებელი:
ზღაპარი
|
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 26 ივნისი
|
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა. დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
"ზღაპრისათვის", როგორც დამსაქმებლისათვის, მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით. ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე თემქის ფილიალში (გია რომელაშვილის 17).
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: 08:00-17:00 და 15:00-24:00 სთ
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე, ურთიერთშეთანხმებით
** ანაზღაურება: 900₾
ფუნქცია-მოვალეობები:
** სალარო ოპერაციების განხორციელება (პროგრამა აპექსში)
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა
** მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია პროგრამა აპექსის ცოდნა
** ასაკი — 18 წლიდან
პიროვნული თვისებები:
** დაკვირვების უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** თავაზიანი მომსახურების უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით: http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@zgapari.ge
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|
|
|
|