Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: Dream Cleaning
გამოქვეყნდა: 26 მაისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
"Dream Cleaning" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ფორმატი: ონლაინ / Remote
ბაზარი: ამერიკის შეერთებული შტატები (US Market)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 17:00 - 03:00 (საქართველოს დროით, 1 საათიანი შესვენებით).
ანაზღაურება: 1200 GEL + ბონუს სისტემა

კომპანიის შესახებ:

DreamCleaning არის სწრაფად მზარდი დასუფთავების კომპანია, რომელიც ოპერირებს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სერვისს. ვეძებთ ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან მენეჯერს, რომელიც სრულად ონლაინ რეჟიმში იმუშავებს და უშუალოდ ჩართული იქნება აშშ-ის ბაზარზე ოპერირებაში.

მოვალეობები:

** შემომავალ და გამავალ ზარებზე პასუხი
** კლიენტებთან კომუნიკაცია ინგლისურ და ქართულ ენებზე (ტელეფონი, WhatsApp, Email)
** შეკვეთების მიღება და დაგეგმვა ამერიკული ბაზრისთვის
** თანამშრომლების გრაფიკის კოორდინაცია
** Instagram, Facebook და TikTok-ზე პოსტების განთავსება (US აუდიტორიაზე ორიენტირებული)
** კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხი, სხვის პოსტებზე აქტიური გამოხმაურება
** შიდა ადმინისტრაციული პროცესების მართვა
** მარტივი ანგარიშგება და მონაცემების შეყვანა
** ბიზნეს-დირექტორიებზე (Yelp, Angi, Google Business, Thumbtack) კომპანიის პროფილების მართვა, კონტენტის განთავსება და რეპუტაციის მონიტორინგი

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** პროცესების დაგეგმვა და მართვა
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები
** სოციალური ქსელების აქტიური ცოდნა
** ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი — აუცილებელია
** ამერიკულ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება — სასურველია
** ქლინინგის, სერვისის ან ონლაინ გაყიდვების სფეროში გამოცდილება — უპირატესია

ჩვენ გთავაზობთ:

** სრულად ონლაინ სამუშაო გარემოს
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას
** რეალურ ჩართულობას ამერიკულ ბაზარზე
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** ანაზღაურებას შედეგების მიხედვით

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: hello@dreamcleaningnearme.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე