Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724342&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ლიდერ ქალთა საზოგადოება
გამოქვეყნდა: 26 მაისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
განვითარება, მიზანდასახულობა, ლიდერობა და პროფესიონალიზმი — ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციულ კულტურას ქმნიან.

"ლიდერ ქალთა საზოგადოებაში" დასაქმება გულისხმობს პროფესიულ ზრდას, პოზიტიურ სამუშაო გარემოს, ინოვაციურ მიდგომებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს, იქნება ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და მზად — ყოველდღიურად შეუწყოს ხელი გუნდის ეფექტურ მუშაობას.

"ლიდერ ქალთა საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 11:00-19:00, შაბათი 11:00-17:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და მზარდ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს;
** წარმატებულ ქალბატონთა ფართო ქსელთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
** მუდმივ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით;
** მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
** სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და ორგანიზაციულ პროცესებში ჩართულობას.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა და კოორდინირება;
** სტუმრების, წევრებისა და პარტნიორების მიღება, ინფორმირება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** სატელეფონო ზარებზე, შეტყობინებებსა და ელექტრონულ ფოსტაზე დროული და პროფესიონალური პასუხის გაცემა;
** შეხვედრების, ტრენინგების, სალონური შეხვედრებისა და სხვა ორგანიზაციული აქტივობების ტექნიკური/ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** დოკუმენტაციის მომზადება, მოწესრიგება, არქივირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირებთან გადაგზავნა;
** ორგანიზაციის წევრთა და პარტნიორთა ბაზების მოწესრიგება/განახლება;
** ღონისძიებებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების კოორდინირება;
** საოფისე მარაგების კონტროლი და საჭიროებების დროული იდენტიფიცირება;
** გადახდებთან, რეგისტრაციებთან და მონაწილეთა დასწრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა;
** ორგანიზაციის შიდა კომუნიკაციის მხარდაჭერა და სამუშაო პროცესების ეფექტურად წარმართვა;
** საჭიროების შემთხვევაში სოციალური მედიისა და საორგანიზაციო კომუნიკაციებში ჩართულობა;
** ხელმძღვანელობისგან მიღებული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან შესაბამის სფეროში სწავლის გამოცდილება;
** ადმინისტრაციულ ან საოფისე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** Google Drive/Google Docs/Google Forms-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სოციალური მედიის პლატფორმებთან საბაზისო მუშაობის გამოცდილება სასურველია.

აუცილებელი უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მოქმედების უნარი;
** ინიციატივიანობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** ქალთა გაძლიერებისა და ლიდერობის საკითხებისადმი ინტერესი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: leaderwomanclub@gmail.com

დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ — ოფის-მენეჯერი.

"ლიდერ ქალთა საზოგადოება" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია