Робота для біженців з України
ინციდენტების მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი - დღის ცვლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინციდენტების მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი - დღის ცვლა
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის და რეპორტინგის დეპარტამენტში, მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში (დღის ცვლა).

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:

** კომპანიის ავტომობილების გადაადგილების პროცესის ვიდეო და GPS მონიტორინგი;
** სწრაფი გადახდის აპარატის განულების პროცესის მონიტორინგი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
** მონიტორინგის პროცესში საეჭვო და საყურადღებო მოვლენების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ანალიტიკური, სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი, რისკების შეფასების უნარი.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი, დასვენება - ყოველ მესამე დღეს;
სამუშაო საათები: არაუმეტეს კვირაში 40 საათისა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა #106;
ხელფასი: ანაზღაურება ხელზე ასაღები 1250 ლარი, 1600 ლარი (გროსი)
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 6 თვე
ვაკანტური ადგილების რაოდენობა 2

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ინციდენტების მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი (დღის ცვლა)".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე