Робота для біженців з України
შეფ დე პარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარდი
მომწოდებელი: ibis Tbilisi City
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარდის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ცხელი კერძების მომზადება და სტანდარტების დაცვა
** განყოფილების ყოველდღიური პროცესების მართვა
** პროდუქციის ხარისხისა და ჰიგიენის კონტროლი
** სამზარეულოში სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინირებული მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფ და ორგანიზებულ გარემოში მუშაობის უნარი
** სასტუმროს ან ჰოსპიტალიტის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** უფასო კვებას სამუშაო საათებში
** ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
** სამუშაო განრიგი: სამუშაო გრაფიკი: 5/2, 9-საათიანი ცვლები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@archihospitality.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება- შეფ დე პარდი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე