|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ეი სი ბუღალტრული კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
"A/C Accounting Company - ეი სი ბუღალტრული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის ცოდნა;
** გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების - ინგლისურისა და რუსულის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მომსახურების შეთავაზება სატელეფონო არხის საშუალებით;
მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება და მონიტორინგი.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1250 ლარი დარიცხული+ბონუსი (მოზიდული კლიენტების მიერ გადახდილი თანხის 40%-40% გროსი პირველი ორი თვე და მესამე თვიდან ყოველთვიური 10% გროსი კლიენტთან თანამშრომლობის პერიოდში მუდმივად. (გამოსაცდელი ვადა 3 თვე)
მდებარეობა: ქ. თბილისი, დ. ბაქრაძის ქ. #6
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 11:00-17:00
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV): sale@accompany.ge
|
|
|
|