Робота для біженців з України
უფროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი იურისტი
მომწოდებელი: ენერგო-პრო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 03 ივნისი
სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი" აცხადებს კონკურსს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი, თბილისი

საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა - ინგლისური (სავალდებულო), რუსული (სასურველი);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამები;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც გააჩნია ინგლისურ ენაზე შედგენილ სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;

მოვალეობები:

** მმართველობითი დოკუმენტების შედგენა/სამართლებრივი ექსპერტიზა, კორპორატიული დოკუმენტაციის აღრიცხვა/წარმოება, ნორმატიული დოკუმენტების განხილვა/კომენტირება, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით (სადავო და სახელშეკრულებო საკითხების გარდა) წარმომადგენლობა საჯარო სტრუქტურებთან ურთიერთობაში, იურიდიული კონსულტაციები და კორესპონდენციის მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა
** კომპანიის წესდებით, იურიდიული დეპარტამენტის დებულებით, სხვადასხვა სახის მმართველობითი დოკუმენტებით და მოქმედი კანონდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2026 წლის 3 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე