Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724243&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მრჩეველი
მომწოდებელი: აურელიო
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
კომპანია "აურელიო" ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ პრემიუმ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდებს — Pinko, Twinset, Wolford და DKNY. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე მოდის ტენდენციებზე დაფუძნებულ მრავალფეროვან პროდუქციას, მაღალი ხარისხის მომსახურებასა და დახვეწილ სავაჭრო გამოცდილებას.

თუ გსურთ იმუშაოთ საერთაშორისო ბრენდებთან, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში და გახდეთ პროფესიონალური გუნდის წევრი, შემოუერთდით "აურელიოს" გაყიდვების გუნდს.

http://www.aurelio.ge/

პოზიცია: გაყიდვების მრჩეველი

ადგილმდებარეობა: თბილისი — Tbilisi Galleria / Tbilisi Outlet Village
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 საათისა

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის პროფესიონალური კონსულტირება და პროდუქციის შერჩევის პროცესში დახმარება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა კომპანიის მომსახურების სტანდარტებისა და გაყიდვების პოლიტიკის სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ახალი კოლექციის მიღება, დახარისხება, მარკირება და სავაჭრო სივრცეში განთავსება;
** სავაჭრო სივრცის ვიზუალური და საოპერაციო სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა;
** კომპანიის შიდა რეგულაციებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, თუმცა, არ არის აუცილებელი;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას (ხელზე): 1000-1200 ლარი;
** საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლის ფასდაკლებას ქსელის მაღაზიებში;
** საერთაშორისო დონის ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: tamarbakashvili@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და სასურველი ლოკაცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, აღნიშნულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა ვაკანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია