Робота для біженців з України
გერმანული ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანული ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2026-2027 სასწავლო წლის გერმანულის მასწავლებლის პოზიციაზე გელოვანის/წყნეთის კამპუსში.

"ბაქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.
დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით.

"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს "ბაქსვუდის სკოლის" სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.

2023 წლიდან ფუნქციონირებს ბაქსვუდის სკოლის ახალი კამპუსი გელოვანზე.

კონკურსის წესები და ეტაპები:

** პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას;
** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება საფეხურის ხელმძღვანელთან;
** მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და Hr/განვითარების მენეჯერთან
*თითოეულ ეტაპზე სკოლა აპლიკანტს დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

განათლება:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (60 კრედიტიანი კურსი ან ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა) გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სტატუსი (უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი).

სამუშაო გამოცდილება:

** საგანმანათლებლო სფეროში შესაბამისი საგნის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 1-2 წლის გამოცდილება (საერთაშორისო სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** დამწყები მასწავლებლის შემთხვევაში — სასკოლო პრაქტიკის ან სტაჟირების წარმატებით გავლის გამოცდილება.

საჭირო კომპეტენციები:

** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; საერთაშორისო სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** საგნის კურიკულუმის, ეროვნული სასწავლო გეგმისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა;
** გრძელვადიანი (წლიური) და მოკლევადიანი (სემესტრული, თემატური, გაკვეთილის) გეგმების დამოუკიდებლად შემუშავებისა და სწავლების პროცესში მათი ეფექტიანად რეალიზების უნარი;
** სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიული, მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდებისა და დიფერენცირებული მიდგომების ფლობა;
** მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების (განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება) ცოდნა და ობიექტურად გამოყენება;
** კლასის ეფექტიანი მართვა, პოზიტიური, მზრუნველი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნა;
** მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირება და ინკლუზიური განათლების პრინციპების მხარდაჭერა (სპეციალურ მასწავლებელთან თანამშრომლობით);
** ციფრული წიგნიერება: სკოლის მართვის ელექტრონული სისტემების, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და საოფისე პროგრამების ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** მაღალი ემპათია, ჰუმანურობა, ბავშვებისა და მოზარდების მიმართ პოზიტიური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
** განსაკუთრებული მოთმინების უნარი, მოქნილობა, ტაქტი და ემოციური მდგრადობა;
** კონფლიქტებისა და ქცევითი გამოწვევების მშვიდად, კონსტრუქციულად და მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით მოგვარების უნარი;
** მაღალი აკადემიური და პროფესიული ეთიკა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მშობლებთან მჭიდრო, სისტემატური და პარტნიორული კომუნიკაციის წარმართვის უნარი ბავშვის სასწავლო და პიროვნული განვითარების პროცესში;
** გუნდურობა, კოლაბორაციის მაღალი კულტურა, მუდმივი თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი, საგაკვეთილო ცხრილის მიხედვით)

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ⁠ კვებას;
** ⁠ ტრანსპორტირებას.

ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 27 ივნისამდე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. მაგალითად - გერმანულის მასწავლებელი (წყნეთის/გელოვანის კამპუსი) მასწავლებელი.

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე