Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724218&print=yes&view=jobs
 
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

"კომპლექსი კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა

ძირითადი მოვალეობები:

** მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში
** ნედლეულის დახარისხება, გარეცხვა, დასაწყობება
** პროდუქტების დამუშავება და მომზადება
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** მოწესრიგებულობა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:

კომპანია "კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია