Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახსა და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო "აფიშა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროსა და რესტორნებისთვის სოციალური მედიის ვიზუალური კონტენტის (პოსტები, სთორები, ბანერები და სხვა გრაფიკული მასალები) შექმნა
** სასტუმროს ღონისძიებების, სპეციალური შეთავაზებებისა და კამპანიებისთვის აფიშების, პოსტერებისა და სარეკლამო ვიზუალების დიზაინის მომზადება
** საბეჭდი მასალების (მენიუ, ფლაერი, ბროშურა, საინფორმაციო და ბრენდირებული მასალები და სხვა) დიზაინის შექმნა
** საბეჭდი და ციფრული მასალებისთვის ფაილების ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად მომზადება (print-ready / digital-ready formats)
** პრინტინგ სააგენტოებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია, დიზაინის ფაილების კოორდინაცია და ბეჭდვის პროცესის მონიტორინგი
** კონტენტ კრეატორთან და/ან მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა ვიზუალური კონცეფციების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში
** ბრენდის ვიზუალური იდენტობის, დიზაინის სტანდარტებისა და ერთიანი ვიზუალური სტილის დაცვა
** არსებული დიზაინების საჭიროებისამებრ განახლება, ადაპტაცია და რედაქტირება სხვადასხვა პლატფორმისა და ფორმატისთვის
** ვიზუალური მასალების ხარისხის კონტროლი ბეჭდვამდე და გამოქვეყნებამდე

მოთხოვნები:

** გრაფიკული დიზაინერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** სოციალური მედიის ვიზუალებზე, სარეკლამო და საბეჭდ მასალებზე მუშაობის გამოცდილება
** გრაფიკული დიზაინის პროგრამების კარგი ცოდნა (Adobe Photoshop, Illustrator, InDesign, Canva ან სხვა შესაბამისი პროგრამები)
** საბეჭდი მასალების ტექნიკური სპეციფიკაციების და print-ready ფაილების მომზადების ცოდნა

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** გუნდურობა

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვება
** კორპორატიული ფასდაკლება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com

ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე