Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: აგროტექნო
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
შპს "აგროტექნო" აგრარული სექტორის ლიდერი კომაპანიაა საქართველოში, აგროტექნო მომხმარებელს სთავაზობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას.

აგროტექნო მუდმივად სთავაზობს მსოფლიო აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს ადგილობრივ მომხმარებლებს!

https://www.facebook.com/agrotechno/?locale=ka_GE
https://ge.linkedin.com/company/agrotechno

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!

გახდი ჩვენი გუნდის წევრი, საქართველოს აგრალური ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში!

ადგილმდებარეობა: ახალციხე
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, 10:00 სთ დან -18:00 სთ-მდე (შაბათი 10:00 სთ დან -14:00 სთ-მდე)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000-1200 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი

"აგროტექნოში" გაყიდვების გუნდი ჩვენი კომპანიის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ გუნდში გაყიდვების თანამშრომელს ვეძებთ, რომელიც:

** შეისწავლის კომპანიის პროდუქციას და სერვისებს;
** მოიძიებს პოტენციურ მომხმარებლებს და შესთავაზებს მათ კომპანიის პროდუქტებს;
** CRM სისტემაში კლიენტების, ლიდების და გაყიდვების პროცესის სრული მართვა
** შემოსული ლიდების დამუშავება და გაყიდვაში გადაყვანა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება და განმეორებითი გაყიდვების წახალისება;
** დაგეგმავს და დააორგანიზებს შეხვედრებს პოტენციურ მომხმარებლებთან;
** პერიოდულად განაახლებს მომხმარებელთა ბაზას.

თუ თქვენ გაინტერესებთ გაყიდვები და თქვენ:

** გაქვთ თუნდაც მცირე გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გაქვთ სოფლის მეურნეობაში, თუნდაც მცირედი ცოდნა;
** ხართ კომუნიკაბელური, დეტალებზე ორიენტირებულ და ორგანიზებული;
** იცით საოფისე პროგრამები, სამუშაო დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრული გუნდი;
** განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიული ტრენინგები;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა, თანამშრომლობიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@at.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 25 ივნისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში (subject-ში) მიუთითეთ პრზიციის დასახელება - "გაყიდვების სპეციალისტი - ახალციხე".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე