|
დასახელება:
მიმტანი, დამლაგებელი, სუპერვაიზერი, მიმღები/ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Wyndham Batumi
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
სასტუმრო "Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. მიმტანი
მოვალეობები:
** სტუმრის სწრაფი და ეფექტური სტანდარტების მიხედვით მომსახურება;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** გუნდის წევრების მხარდაჭერა;
** დროდადრო წამოჭრილი პრობლემების დამოუკიდაბლად გადაჭრის უნარი;
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ფლობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
2. ოთახის დამლაგებელი
მოვალეობები:
** სისუფთავის უზრუნველყოფა სასტუმროს ნომრებში - სტუმრის ოთახებში;
** ლოგინების ალაგება, თეთრეულის გამოცვლა;
** ავეჯისათვის მტვრის მოცილება;
** საფერფლის დაცლა;
** ნაგვის ყუთების დაცლა;
** სტუმრის ოთახებში საჭირო ატრიბუტის დამატება;
** სააბაზანოს დასუფთავება;
მოთხოვნა:
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.
3. რესტორნის სუპერვაიზერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების/ცვლის მართვა;
** სალარო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის კონტროლის პროცედურების დაცვა.
** მონაწილეობა დაქვემდებარებული თანამშრომლების ტრენინგის პროცესში.
** სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სტუმართმოყვარე და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა;
** შრომის დაცვის წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი;
** დროული რეაგირება ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში და სათანადო განყოფილებებისათვის ახალი ინფორმაციის მიწოდება;
** სხვა დავალებების შესრულება, რომელთაც დაავალებს უშუალო ხელმძღვანელი ან მმართველი გუნდი სასტუმროს მუშაობის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კვების ობიექტების მართვის სისტემის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
** ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათიან ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.
4. სასტუმროს მიმღები/ადმინისტრატორი:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
თვისებები:
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა;
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სხვადასხვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათიან ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.
თუ გინდათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@wyndhambatumi.com. გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|