|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ევროპული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
ევროპული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება პროგრამაში (1C, ბალანსი), საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა, მათ შორის:
** გადასახადების დარიცხვა (საშემოსავლო გადასახადი, დღგ, მოგების გადასახადი);
** ანგარიშგებების მომზადება და დროული წარდგენა:
** საგადასახადო ორგანოებთან და მარეგულირებელ უწყებებთან ურთიერთობა;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის სათანადო შენახვის უზრუნველყოფა.
** ყოველთვიური შიდა მენეჯერული რეპორტების აწყობა, ანალიზი.
** გადახდის მოთხოვნების შექმნა სისტემაში 1C სისტემაში;
** მოთხოვნების სისწორისა და პირველადი დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
** გადახდების რეესტრის წარმოება და ვადების კონტროლი;
** შიდა დეპარტამენტებთან ურთიერთობა გადახდების შეთანხმების მიზნით.
** საკადრო დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;
** ხელმძღვანელობის მხარდაჭერა მიმდინარე საქმიანობაში;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში, ეკონომიკაში.
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
** საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება (გადასახადები, SARAS, სტატისტიკა);
** ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C-ის ცოდნა —მნიშვნელოვანი უპირატესობა);
** გადახდის მოთხოვნების შექმნისა და კონტროლის, ასევე გადახდების კალენდრის მართვის გამოცდილება;
** საკადრო დოკუმენტბრუნვისა და საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
** მენეჯერული რეპორტების აწყობა, ანალიზი.
ძირითადი უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დოკუმენტებთან მუშაობის მაღალი სიზუსტე;
** ორგანიზებულობა და სისტემური აზროვნება;
** ვადებისა და პრიორიტეტების კონტროლის უნარი (დედლაინები, ანგარიშგება, გადახდები);
** Excel-ისა და საოფისე პროგრამების თავისუფლად ფლობა;
** დოკუმენტბრუნვისა და აღრიცხვის პროცესების ორგანიზების უნარი.
ენები:
** რუსული — აუცილებელი;
** ქართული — აუცილებელი;
** ინგლისური — სასურველი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: tgurgenidze@amaxa-pharma.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
|
|
|
|