Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724157&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Nomads Of Georgia
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
ტურისტული კომპანია "Nomads Of Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება კომპანიის გაყიდვების ზრდასა და მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების აქტიური შეთავაზება/გაყიდვა;
** ინდივიდუალური და ჯგუფური ტურისტული პაკეტების შედგენა და რეალიზაცია;
** ახალი, პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან კავშირის დამყარება;
** არსებულ კლიენტებთან მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
** საჭირო დოკუმენტაციის, ინვოისებისა და ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა აუცილებელია;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook).

სასურველია (ჩაითვლება პლუსად):

** დამატებითი უცხო ენის ცოდნა;
** GCC (სპარსეთის ყურის ქვეყნების) ბაზარზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი მოტივაცია და ინიციატივიანობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1700 ლარიდან (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი გაყიდვებიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაოდ საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფა (ლეპტოპი და კორპორატიული ტელეფონი);
** მეგობრული, დინამიური სამუშაო გარემო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

როგორ მოგვმართოთ:

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: joni@nomadsofgeorgia.com
შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც გადავლენ შერჩევის შემდეგ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია