Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724085&print=yes&view=jobs
 
პროცესინგის მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროცესინგის მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას პროცესინგის მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: საპროცესინგო ცენტრი
განყოფილება: IT ოპერაციების განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი

ფუნქციები და მოვალეობები:

** საბარათე და ელექტრონული ტრანზაქციების მიმდინარეობაზე დაკვირვება
** პროცესინგის სისტემაში წარმოქმნილი შეფერხებების დროული აღმოჩენა და რეაგირება
** მომხმარებლებისა და პარტნიორების კონსულტირება ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე
** ყოველდღიური ოპერაციული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა
** ბაზებში ინფორმაციის გადამოწმება და სისტემური პარამეტრების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** 1-წლიანი გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით
** 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში
** უმაღლესი განათლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ან მათემატიკის მიმართულებით
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად)

სასურველი: SQL, PL/SQL და T-SQL საბაზისო დონეზე ცოდნა

უნარები და თვისებები:

სავალდებულო:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

სასურველი: ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 01 ივნისი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით, ასევე ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვეთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება.

თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია