Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724083&print=yes&view=jobs
 
დიჯითალ მარკეტერის/ედვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიჯითალ მარკეტერის/ედვერთაიზერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით დიჯითალ მარკეტერის/ედვერთაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ფუნქცია-მოვალეობები:

** Meta და Google Ads კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მართვა ყველა მიზნობრივი ფორმატით (Engagement, Messages, Leads, Conversions, Retargeting და სხვა)
** მონაცემთა ანალიტიკური და მონიტორინგის სისტემების გამოყენება და მართვა (Google Analytics, Google Tag Manager, Meta Events Manager და სხვა)
** კამპანიების შედეგების ანალიზი და მიღებული მონაცემების საფუძველზე მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა
** პროდუქტების მიხედვით საკომუნიკაციო და ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება
** არსებული პროდუქტების ანალიზი, კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და ბაზარზე პოზიციონირების/შესვლის რეკომენდაციების მომზადება (SWOT ანალიზი)
** ციფრული მარკეტინგის ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულება და KPI-ების შესაბამისად მართვა
** ყოველთვიური კონტენტ-კალენდარის შედგენა და მართვა
** დიზაინერისთვის ციფრული მედიის კონტენტის ბრიფების მომზადება, შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი, ვადების კონტროლი და შედეგების შეფასება
** SEO ოპტიმიზაციის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება
** გაყიდვების არხების ეფექტიანობის მონიტორინგი და ანალიზი
** მონაწილეობა გაყიდვებისა და ქოლ-ცენტრის სკრიპტების შემუშავებასა და გაუმჯობესებაში
** ციფრულ მედიაში ჩატებისა და კომენტარების საკომუნიკაციო წესების განსაზღვრა და მათი დაცვის მონიტორინგი
** e-commerce პროცესების მონიტორინგი და ეფექტიანობის შეფასება
** აქციებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის მიზნით რეკომენდაციების მომზადება
** ონლაინ გაყიდვების ზრდისა და ლიდების გენერირების შედეგების უზრუნველყოფა დადგენილი KPI-ების შესაბამისად
** მარკეტინგული ბიუჯეტის და სამოქმედო გეგმის მომზადება, მათ შორის ROI, ROAS და სხვა ფინანსური მაჩვენებლების თვიურ ჭრილში ანალიზი და წარმოდგენა
** ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება დადგენილი ფორმით, რომელიც მოიცავს შესრულებული აქტივობების მიმოხილვას, შედეგების ანალიზს, რეკომენდაციებს, დასკვნებსა და მომდევნო პერიოდის გეგმას
** დამკვეთისთვის/მენეჯმენტისთვის სამუშაო პროცესისა და შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციისა და სტატუს-ანგარიშების მიწოდება მოთხოვნილი ფორმით
** კონფიდენციალური ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხო დამუშავებისა და დაცვის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა წესების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** Meta Ads, Google Ads და ანალიტიკური ინსტრუმენტების პრაქტიკული ცოდნა
** მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის უნარი
** ბიუჯეტირების, ROI/ROAS ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება
** ძლიერი კომუნიკაციის, დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები
** გაყიდვების პროცესებისა და e-commerce მიმართულების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - დიჯითალ მარკეტერი/ედვერთაიზერი. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ სურს, თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ, აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოს მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია