|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
თერმოინდუსტრია
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
თერმოინდუსტრია — უკვე 14 წელია ქართულ ბაზარზე ხარისხის, სანდოობისა და თანამედროვე საინჟინრო მიდგომების ერთ-ერთი ლიდერია. კომპანია წარმატებით ოპერირებს გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების მიმართულებით და მომხმარებლის ნდობას პროფესიონალიზმითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით ინარჩუნებს. ჩვენი მთავარი ძალა ძლიერი გუნდი, განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა და თანამედროვე ტექნოლოგიებია.
თერმოინდუსტრიაში გვაქვს ვაკანსია მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი; დასვენება კვირა დღე;
** ანაზღაურება: შეთანხმებით + ბონუსი;
** ლოკაცია: ქ. ბათუმი, ხელვაჩაური, წინსვლა, მე-2 ქუჩა, #15;
** ბენეფიტი: კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ავტომობილის ტექნიკური და ვიზუალური გამართულობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება, მათ შორის აეროპორტში დახვედრა/გაცილება;
** პროდუქციისა და სხვადასხვა მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირება ბათუმსა და რეგიონებში, საჭიროების შემთხვევაში ავტოსადგურამდე და მითითებულ ლოკაციებზე გადაზიდვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დატვირთვა-გადატანის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის (RS.ge) გადამოწმება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი სერვისის ორგანიზება და საჭირო ღონისძიებების გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში ინკასაციის პროცესში თანამშრომლის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა B და C კატეგორიები;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** კეთილსინდისიერი;
როგორ შეიტანოთ განაცხადი:
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com და Subject-ში მიუთითეთ: მძღოლი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 25 ივნისი.
საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა:
დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|