|
დასახელება:
სატელეფონო ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ეისითი კვლევა - ACT Research
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
"ეისითი კვლევა - ACT Research" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ოპერატორის თანამდებობაზე.
გუნდი/მიმართულება: მონაცემთა მოპოვების გუნდი
ჩემი გუნდის ლიდი: ქოლ-ცენტრის გუნდის ლიდი
რა არის ჩემი პოზიციის/როლის მთავარი მიზანი?
** გამავალი ზარების მეშვეობით რესპონდენტთან სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება
რისი გაკეთება მომიწევს?
** გამავალი ზარით სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება, ოპერატორის ქცევის ზოგადი პრინციპების დაცვით
** სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება დამტკიცებულ ელექტრონულ კითხვარში
** ქოლ-ცენტრის გუნდის ლიდის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება
** პროექტის მენეჯერების მიერ დაგეგმილ პროექტულ ტრენინგებზე დასწრება
** სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება პროექტით გათვალისწინებული ხარისხის, ვადებისა და სამუშაო გრაფიკების შესაბამისად
** სამუშაო გრაფიკებისა და დროის სტანდარტების დაცვა
** ინტერვიუს ჩატარება ტრენინგზე გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად
** ინტერვიუს ჩატარება კითხვარში არსებული ინსტრუქციის ზუსტი დაცვით
** რესპონდენტისგან მიღებული ინფორმაციის ზუსტად და სრულად დაფიქსირება ელექტრონულ კითხვარში
** მონაცემთა სანდოობისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა
** ხარისხის კონტროლის (აუდიომოსმენა, კითხვარის ხარისხის კონტროლი, კოდირება) შედეგად მიღებული ახალი ინსტრუქციების გათვალისწინება და შესაბამისი განხორციელება ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
** სირთულის არსებობის შემთხვევაში ქოლ-ცენტრის ლიდის დროული ინფორმირება
** კითხვართან დაკავშირებული სირთულის არსებობის შემთხვევაში პროექტის მენეჯერის დროული ინფორმირება
რა ცოდნა მჭირდება?
** საშუალო განათლება
** ქართული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
რა სამუშაო გამოცდილება მჭირდება?
** სამუშაო გამოცდილება სასურველია მომხმარებელთა მხარდაჭერის, მომსახურების ან/და დისტანციური სერვისების მიმართულებით
რა უნარები დამეხმარება ჩემი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?
** გამართული მეტყველება
** მკაფიო, გამართული და გასაგები კომუნიკაციის უნარი
** გამართულად და სწრაფად წერის უნარი
** მრავალფუნქციური მუშაობის უნარი (საუბარი და პარალელურად მონაცემთა დაფიქსირება, ტექნიკური უნარი, კომუნიკაციის უნარი, მოსმენის უნარი და სხვა)
** ეფექტური კომუნიკაცია, დამარწმუნებლობა
** დროის მართვის უნარი
** ინფორმაციის სწრაფი აღქმის უნარი
** საუბრისა და მონაცემთა შეყვანის ერთდროული და ეფექტური მართვა
** აქტიური მოსმენის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** სწრაფი ადაპტაციის უნარი (სხვადასხვა პროექტები და სხვადასხვა ტიპის რესპონდენტებთან ემოციური სტაბილურობა)
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობა
** თვითორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ ლინკი: https://docs.google.com/forms/d/1BgmaqeI15vPeTi8h64kZDWJe19V9zgKd-UkeaNY-8ZI/edit
|
|
|
|