|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
დიენთი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
DNT Group სტუმარმასპინძლობის სექტორის წამყვანი მენეჯმენტ-კომპანიაა, რომლის მთავარი მისია სასტუმროების პოტენციალის მაქსიმიზაციაა. მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი სტანდარტების საფუძველზე, კომპანია წარმატებით მართავს სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებს საქართველოს მასშტაბით.
DNT Group აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში, კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სასტუმროში.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და კომუნიკაბელური ადამიანი, გსურს დინამიკურ გარემოში მუშაობა და პროფესიული განვითარება — შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და ინფორმაციის მიწოდება;
** ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის წარმოება;
** დოკუმენტაციისა და საოპერაციო ინფორმაციის მოწესრიგება;
** სტუმრების მოთხოვნებისა და მიმდინარე საკითხების ეფექტურად მართვა;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და ორგანიზების მაღალი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სამუშაო ადგილზე კვებით უზრუნველყოფას.
ლოკაცია: თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქუჩა #22
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@dntgroup.ge
ელ. წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "ადმინისტრატორი თბილისი".
|
|
|
|