Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=724030&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: დიენთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
DNT Group სტუმარმასპინძლობის სექტორის წამყვანი მენეჯმენტ-კომპანიაა, რომლის მთავარი მისია სასტუმროების პოტენციალის მაქსიმიზაციაა. მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი სტანდარტების საფუძველზე, კომპანია წარმატებით მართავს სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებს საქართველოს მასშტაბით.

DNT Group ყაზბეგში ახალი სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და კომუნიკაბელური ადამიანი, გსურს დინამიკურ გარემოში მუშაობა და განვითარება — შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და ინფორმაციის მიწოდება;
** ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის წარმოება;
** დოკუმენტაციისა და საოპერაციო ინფორმაციის მოწესრიგება;
** სტუმრების მოთხოვნებისა და მიმდინარე საკითხების ეფექტურად მართვა;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და ორგანიზების მაღალი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას ადგილობრივი თანამშრომლებისთვის მიმდებარე სოფლებიდან.

ლოკაცია: ყაზბეგი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@dntgroup.ge
მნიშვნელოვანია, ელ. წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია