|
დასახელება:
ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე ლაბორატორიის ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
მაქრო კონსტრაქშენ
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
შპს "MAQRO Construction" არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს ავტომაგსიტრალებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი http://www.maqro.ge/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე ლაბორატორიის ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი - საგარეჯო
** სამუშაო საათები 08:00 -17:00 (ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები ანაზღაურდება დამატებით)
** ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** ნიმუშების მომზადება: ბეტონის, ნაღმმტყორცნების, გრუნტის, ქვიშა-ხრეშის ნარევებისა და ასფალტის ნიმუშების დამზადება და სტანდარტების შესაბამისად დამუშავება.
** ლაბორატორიული ტესტირება: ნიმუშების გამოცდა კუმშვაზე, ღუნვასა და სხვა ფიზიკურ მაჩვენებლებზე სპეციალური დანადგარების (მაგ: პრესის) გამოყენებით.
** ხელსაწყოების მართვა: ლაბორატორიული აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი, მათი გასუფთავება და სტანდარტული მოვლა.
** დოკუმენტაციის წარმოება: ტესტირების შედეგების ზუსტი ჩაწერა და მონაცემთა ბაზაში ასახვა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიზუსტე
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** განათლება ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით (სასურველია მშენებლობის ან მასალათმცოდნეობის ფაკულტეტი)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
კომპანია გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას, კორპორაციული ნომერს (ულიმიტო პაკეტით)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV აუცილებლად ინგლისურ ან რუსულ ენაზე (შესაძლებელია თურქული) ენაზე მისამართზე: hr@maqro.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|