|
დასახელება:
ტენდერების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სადისტრიბუციო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტენდერების (ადმინისტრაციული და ოპერაციული) სპეციალისტის პოზიციაზე.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: ფეიქართა ქუჩა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი
პოზიცია მოითხოვს ორგანიზებულობას, სიზუსტეს, პასუხისმგებლობას და ფართო საოპერაციო საქმიანობაში მონაწილეობის მზადყოფნას.
ძირითადი მოვალეობები
** სახელმწიფო და არასახელმწიფო ტენდერების მონიტორინგი და ორგანიზაციისთვის რელევანტური შესაძლებლობების გამოვლენა;
** სატენდერო მოთხოვნების გაცნობა, საჭირო დოკუმენტაციის თავმოყრა და მოწესრიგება;
** პროდუქციის მოძიება ადგილობრივ ბაზარზე;
** მომწოდებლებთან პირველადი კომუნიკაცია, ფასების, პირობებისა და მიწოდების ვადების მიღება;
** შეკვეთების, ტრანსპორტირების პროცესების მონიტორინგში მონაწილეობა;
** ხელშეკრულებების, ოფიციალური წერილებისა და სხვა დოკუმენტების მომზადებაში ჩართულობა;
** პროექტებთან დაკავშირებული ვადების, დავალებებისა და სტატუსების კონტროლში მონაწილეობა;
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სამუშაო გარემოში მუშაობის გამოცდილება — გამოცდილება ადმინისტრაციული, საოპერაციო, ტენდერების, ლოგისტიკის, შესყიდვების ან დოკუმენტაციის მიმართულებით;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ისა და Word-ის, კარგი ცოდნა;
** ელფოსტასთან, დოკუმენტებთან და ცხრილებთან მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად მოძიების, შედარებისა და სტრუქტურირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და რამდენიმე პარალელურ დავალებაზე მუშაობის უნარი;
** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, პასუხისმგებლობა, სწავლის უნარი და პროფესიული განვითარების სურვილი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: mariam.khutsishvili@tg.com.ge და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
|
|
|
|